Wednesday, March 25, 2009

მე და ჩემი საუკეთესო მეგობარი

სულ ჩემს გვერდითაა, სულ. ასე ახლოს არცერთი მეგობარი არ მყავს.

ყოველთვის იცის, თუ რომელ საათზე უნდა გავიღვიძო და სად უნდა წავიდე. ხანდახან მიკვირს კიდევაც, როგორ არ ეზარება ჩემი გრაფიკის ასე დამახსოვრება და იმის ჩიჩინი, ადექი ახლა ლექცია გაქვს ან სამსახურში გაგვიანდებაო.

ვერც იმას გამოაპარებ, თუ ვინ მირეკავს, ვის ვემესიჯები, რას ვეუბნები... იძულებული ვარ გავანდო ყველაფერი. კიდევ კარგი, ჯერჯერობით ჩუმადაა და არ გაუბაზრებია არაფერი :)) ეს ჩვენი საერთო თვისებაა: ორივე ძალიან ცნობისმოყვარეები ვართ. მეც რამდენჯერ მომისმენია სხვისი საუბარი, ჩუმად თუ ფარულად :))

ზეპირად იცის ყველა ჩემი მეგობარი, არამეგობარი, კურსელი, თანამშრომელი... ფოტოებსაც აგროვებს და დამახსოვრებული ჰყავს. ვერსად წავსულვარ მარტო-სულ თან დამყვება...
ცოტა მსუქანაა და სულ მაგაზე დავცინი :)))

ახლაც, ამ გახსენებაზე, წავალ და დავტენი, ხვალაც მე უნდა მომიძღვნას თავი :)))


Saturday, March 14, 2009

O_o

მაგრად ვკაიფობ ასეთ ტესტებზე :)))) განსაკუთრებით მაშინ, ხალხი სერიოზულად როცა ყრის თავიანთ საიტებზე :)))
აი ერთ-ერთი უიდიოტესი ტესტის შედეგი :)))
what colour should your eyes be :)))
რატომ მაქვს მწვანე თვალები, აგერ თურმე ნაცრისფერი უნდა მქონოდა:))))




Your Eyes Should Be Gray



Your eyes reflect: Intensity and drive



People find you to be: Mysterious, brilliant, and charming



Your best trait: You're completely fearless and willing to take on anything



What's hidden behind your eyes: A sensitive soul



აუცილებლად დავყრი მორიგი საოცარი ტესტის შედეგებს :)))

Friday, March 13, 2009

Doll Parts


სრულიად შემთხვევით გამახსენა ჩემმა ახალმა თანამშრომელმა ეს სიმღერა.
და კიდევ ერთხელ მომინდა ჩემს ტინეიჯერობას ოთხმოცდაათიან წლებში გამოევლო და უფრო კარგად დამეჭრა ჯინსები, კეტები და პოხუიზმის უკეთესი მიმდევარი ვყოფილიყავი :))
ეს ხუმრობით, რა თქმა უნდა :)
როგორ ვერ ვიტან ბლოგებს დღიურებად რომ აქცევენ ხოლმე. ამიტომ, აღარ დავწერ, თუ რატომაა ახლოს კორტნი ლავის განწყობა ჩემთან და რატომ მინდა რამდენიმე ათეული წლის წინ ცხოვრება.
აქ არა, რა თქმა უნდა :)) მაინც არასდროს მივეკუთვნებოდი გულანთებულ პატრიოტთა რიცხვს :)


someday, you will ache like i ache...

ჩაწკანი :(