Monday, July 6, 2009

ოცდაჩვიდმეტი


რამდენი ხანია ახალი პოსტის დაწერა მინდა, მაგრამ წერა/ბეჭდვა/კითხვა და ა.შ. იმდენად ამომივიდა ყელში, რომ ვერაფრით მოვაბი თავი. და აი ახლა, საზეიმოდ ვაგრძელებ ჩემი კურსელების ტრადიციას და ამ წერილს გამოცდების დასრულებას მივუძღვნი.
უკვე მეოთხეკურსელი ვარ და ამ სამი წლის განმავლობაში ზუსტად 37 გამოცდა მაქვს ჩაბარებული (მეოთხე სემესტრში სწავლის მოძალებული სურვილის გამო ერთი საგნით მეტი ავიღე). მაგრამ, არცერთი მათგანი არ ყოფილა ისე დამღლელი, როგორც ბოლო ექვსი. მარტო მე არ დავღლილვარ: ეს კურსიდან კურსზე გადამდები ვირუსია:)) წინა დღეს ქუჩაში ნიკა ესებუა შემხვდა და ”როგორ ხარ”-ის ნაცვლად ”რა ქენი” მკითხა.
გულწრფელად ვაღიარებ, რომ ეროვნულების მერე ასე არც მიმეცადინია და არც მინერვიულია. ეს ყველაფერი კი მაღლივში დანიშნული გამოცდების ბრალია. როგორც იქაურმა უსაყვარლესმა და უთბილესმა დამკვირვეებლებმა გვახარეს, აწი ყველა კოლოქვიუმი და გამოცდა მანდ ჩატარდება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ უნივერსიტეტს გლობალური სწავლა მოედება. მე, საბედნიეროდ, ამ გლობალიზაციაში მხოლოდ ერთი წელი მომიწევს ცხოვრება :)) მაგრამ გულწრფელად მეცოდებიან დაბალკურსელები, ვინც სტატისტიკაც კი მაღლივში უნდა დაწერონ :(
ახლა არ გვინდა იმის მტკიცება, რომ მავანნი მაღლივშიც იწერენ, მათთვის ეს დაბრკოლებას არ წარმოადგენს და ა.შ. საკუთარი ოთხგამოცდიანი გამოცდილებით დავრწმუნდი, რომ გადაწერა შეუძლებელია (თუ არ ჩავთვლით უკანა მერხზე მჯომ კურსელთან გადალაპარაკებას). დამკვივებლები დაჟინებით ცდილობენ, რომ გადაწერაში გამოგიჭირონ და გაგაგდონ-მგონი თითო გაგდებულ ბავშვზე ბონუსებიც კი ეწერებათ (სხვანაირად არ აიხსნება ეს დაუოკებელი ბოროტება).
მოკლედ, მე ამ სემესტრში სამჯერ გავიარე მაღლივის გამოცდები და ძალიან კარგად დავწერე. ეს ”ძალიან კარგად დაწერა” კი უამრავ გათენებულ ღამედ, რამდენიმე კვირის განმავლობაში მეცადინეობად და წინასაგამოცდო ნერვოზად დამიჯდა. სამაგიეროდ, თავი გატენილი მაქვს ანალიტიკური ჟურნალისტიკის, პოლიტიკური იდეოლოგიების და პოლიტ. კულტურის მარგალიტებით (და არამარტო).
რა გამოდის ამ ყველაფრიდან? რა და უნივერსიტეტს ერთი რეფორმა მაინც გამოუვიდა-ბავშვებს აიძულებს ისწავლოს! არ ისწავლი და გადაბარებაზე მაინც მაღლივში მოგიწევს ტანტალი :|
ეროვნულები მაღლივში ვწერე, საუნივერსიტეტო გამოცდებიც მაღლივში მაქვს :( მაგრამ თავს მაინც უბედნიერესად ვთვლი, რომ სტატისტიკა და ჩიკვილაძის ჟურნალისტიკის ისტორია მაინც ადამიანურად, მეექვსე და მეორე კორპუსებში დავწერე და ახლა მაგის გადაბარებაზე სარბენი არ ვარ :)))
დასრულდა მეექვსე სემესტრის გამოცდების ერა და რიგით ოცდამეჩვიდმეტე პოლიტიკური კულტურის გამოცდაც წარსულს ჩაბარდა. გამოცდების დასრულებას არასდროს გავუხარებივარ (და არც გავუნათლებივარ) ისე, როგორც წელს. ვისვენებთ მეშვიდე სემესტრამდე, მერე ისევ მაღლივში შევხვდებით :ეშმაკივითროიცინისისეთისმაილი:

2 comments:

Anonymous said...

ვა, რატომ მოგიწია ასე? მეც მესამე კურსი დავამთავრე, მაგრამ გამიმართლა და მხოლოდ ინგლისური ჩავაბარე მაღლივში.. ძლივს გადავრჩი, ორმოციდან ოცი ქულა ავიღე და ჩამითვალეს კიდევ კარგი...
აუ, წელს ყველაფერში მასე იქნება? კი მაგრამ, ვთქვათ , გავდივარ "რადიოგადაცემის მომზადება" - პრაქტიკულს - რა უნდა ჩავაბარო მაღლივში?
ან, ახალი ამბების ჟურნალისტიკაზე რას აწერინებდნენ?

ხო მართლა, გამოდის კურსელები ვართ:))

naaat said...

კი კურსელები ვართ :) რავიცი ასე მომიწია და ისე კარგად მვოემზადე ყველაში მაქსიმალურები ავიღე :)) ასე თუ გააგრძელეს მართლა რაღაცას ვისწავლი უნვიერსიტეტში :))