Thursday, July 9, 2009

ინტერნეტიზაცია

ინტერნეტი აღფრთოვანებას და გადარევას უკვე მხოლოდ წინა თაობებში იწვევს. მახსოვს, ერთხელ ჩვენთან სტუმრად მოსული ბებიაჩემის ”პადრუგა” როგორ გაოცდა სკაიპის ფენომენით და ჩართული კომპიუტერით.
ჩვენთვის კი ის გართობა, მუშაობა და დროის გაყვანაა-ანუ ყველაფერი ის, რაც ადამიანს სრულფასოვანი არსებობისთვის სჭირდება. მონიტორის მარჯვენა კუთხეში დაბლა გამოსახული პატარა გადახაზული კომპიუტერი გულს გვიხეთქავს: ინტერნეტი არ არის! ეს ნიშანი ერთ-ერთი ყველაზე უსიამოვნოა იმ ნიშნებს შორის, რომლებიც მსოფლიოში არსებობს.
იმაზე ლაპარაკი, რომ ინტერნეტს ადამიანების ურთიერთობა რეალურიდან ვირტუალურზე გადაჰყავს, რომ ბავშვებს წიგნს ავიწყებს, რომ უამრავი თავისუფალი დრო მიაქვს ძალიან ბანალურია და ყველამ ვიცით. უბრალოდ ჩამოვთვალოთ ის, თუ რას გვიცვლის ინტერნეტი.
1)არაა საჭირო ჟურნალ/გაზეთების ყიდვა. ინტერნეტში თითქმის ყველა გამოცემის ონლაინ ვესია არსებობს (აღარაფერს ვამბობ საინფორმაციო სააგენტოების რიცხვზე, რომლებიც ახალი ნიუსებით გვამაარაგებენ). აღარ გვჭირდება დილით ან სხვა დროს გაზეთზე ჩარბენა და შემდეგ მისი ფართოდ გადაშლა. საკამრისია ვებგვერდის მისამართის აკრეფა და გაზეთი ჩვენს მონიტორზეა.

2)აღარც ბიბლიოთეკაა საჭირო. ათასობით ონლაინ ბიბლიოთეკა მილიონობით წიგნს სთავაზობს მომხმარებელს. ძველი წიგნის სპეციფიური სუნი ახლა უსუნო ინტერნეტმა შეცვალა და ყოველდღე უამრავი ადამიანი მიმართავს ამ ახალ გზას.

3) ონლაინ შოპინგზე უამრავი დაწერილა და მე რა უნდა ვთქვა ახალი :) სახლიდან გაუსვლელად შეიძლება შეიძინო ყველაფერი. ყველაფერი.

4)შეგიძლია სამსახური სახლიდან ეძებო და კომპიუტერთან მიმჯდარმა იპოვო კიდეც.

5) შეიძლება სამუშაოდაც არ გახვიდე სახლიდან. არსებობს ისეთი სამუშაო, რაც სახლში შეიძლება შესრულდეს და უფროსს იმეილით გადაუგზავნო, შემდეგ საკრედიტო ბარათზე დასმული ანაზღაურებით ამ სტატიის მესამე პუნქტს მიმართო და ისე იარსებო, რომ გარეთ ფეხიც არ გაადგა.

6)რა კინო, რის კინო :)) ნებისმიერი ფილმი უმოკლეს დროში თქვენს მონიტორზეა და რამდენიმე საინტერესო (ან უინტერესო, ფილმს გააჩნია) საათიც გარანტირებულია.

7) აღარაფერს ვამბობ მავანთა აღვირახსნილ ფანტაზიებზე :)) ინტერნეტი მათთვის ოქროს საბადოა :))

8) დღეს კორსვორდების ამოხსნა მომინდა და როდესაც დაბლა ჩასვლა დავაპირე საყიდლად, გამახსენდა, რომ არსებობს საიტი, სადაც ონლაინ შეიძლება კროსვორდების ამოხსნა და დავრჩი.

მეზარება ამ სიის გაგრძელება. ფაქტია, რომ ოთხკუთხედ მონიტორსა და იგივე ფორმის მქონე პროცესორს იმ ყველაფრის ჩანაცვლება შეუძლია, რაც აქამდე ჩვენს ცხოვრებას შეადგენდა.
სასიამოვნო დასხივებას გისურვებთ :S

1 comments:

Anonymous said...

უჰ, ინტერნეტის მონა გავხდი;))
ერთი თვეა რაც სახლში ჩავრთე, მანამდე უნიში რასაც ვასწრებდი.. არდადეგებზე ლომკები დამეწყო, სულ ინტერნეტკაფეში ვეგდე და ბოლოს ვიღირსე:)