Tuesday, November 25, 2008

ბლაჰ :|


მზემ, სულ კარგად იყავითო, და რამდენიმეთვიანი შვებულება აიღო :| ნუ, რას ვერჩით, მთელი წელი პატიოსნად იმუშავა და დაისვენოს ცოტა, მაგრამ რა აიტანს ნაცრისფერ ზამთარს :|
ცხოვრება მეზარება:|
დილით გაღვიძება და ახალი დღის დაწყება მეზარება :|
ათ საათზე გათენება და ექვს საათზე დაღამება მეზარება :|
ზამთრის მუდმივი სურდო მეზარება :|
დამატებითი ჯემპრები და თბილი ტანსაცმელი მეზარება :|
გაყინული თითები და ცხვირი მეზარება :|
უფოთლო ხეები და მობუზული ბეღურები მეზარება :|
ჩაშავებულპალტოიანი თბილისელები მეზარება :|
უაზროდ გამთბარი ან, პირიქით, გაყინული აუდიტორიები მეზარება :|
ცხელ ჭიქაზე შემოჭდობილი ხელები და ყავის თბილი ანაორთქლიც მეზარება :|
ახალი წელი მეზარება :|
ამდენი მეზარებაც მეზარება!!!
მეზარება და მორჩა :(
ზამთრის განწყობას ტავტოლოგია უხდება და არავინ არ შემეკამათოს!!!
massive attack-dissolved girl
ესაა ჩემი უახლოესი 4 თვის ცხოვრების საუნდთრეკი :(

Friday, November 21, 2008

”მეოთხე ხელისუფლება” და მეექვსე კორპუსი


რა პროფესიის წარმომადგენლები განიცდიან დღეს ყველაზე მძაფრ კრიტიკას? რა თქმა უნდა, ჟურნალისტები!!! განურჩევლად ამ საკითხში განსწავლულობისა და ობიექტურობისა, პროფესიისა და ასაკისა თითქმის ყველა ქართველი ჟურნალისტების დაბალ დონეზე, ცუდ მეტყველებასა და პროფესიონალიზმის ნაკლებობაზე საუბრობს. იმის თქმა არ მინდა, რომ ქართული მედია ყვავის და ცილს ტყუილუბრალოდ წამებენ. სიტუაცია მართლაც სავალალოა :| მაგრამ ასეთივე და უარესი სიტუაციაა სხვა სფეროებშიც, თუმცა ჯოხი, ძირითადად, მასმედიის წარმომადგენლებზე ტყდება.
ნუთუ ნაკლები არაპროფესიონალი და ცუდი სპეციალისტებით არის გამოტენილი ბანკები? ნუთუ პედაგოგები და ლექტორები უმაღლესი დონისანი არიან? ნუთუ ქართველი არქიტექტორების შენობები რამდენიმე თვეში შემთხვევით ინგრევა და აქ მათი შეცდომები არაფერ შუაშია?
ისინი, უბრალოდ, უფრო ფარულად ეწევიან არაპროფესიონალიზმს:)) მედია კი პირდაპირ არის მოწოდებული იმისთვის, რათა ჩანდეს: ხედავდნენ და კითხულობდნენ. და ის არქიტექტორები, ლექტორები და ბანკის მოხელეები ივიწყებენ საკუთარ ნაკლს და ჟურნალისტების უვიცობაზე ლაპარაკში კარგავენ დროს.
საერთოდაც, სად არის სათავე ამ პრობლემისა? განვიხილოთ ყველასგან გაკრიტიკებული და განადგურებული ჟურნალისტები:))
ავიღოთ ”ქართული მედიის სამჭედლო”, ჩვენი მეექვსე კორპუსი. მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტიკის საფუძველს სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლება წარმოადგენს, ორივეს საკმაოდ ერჩიან მეექვსე კორპუსში, იმ ადგილას, სადაც ყველაზე მეტად უნდა იცავდნენ.ამიტომ ნუ დავასახელებთ კონკრეტულ სახელებსა და გვარებს, ისედაც ყველამ კარგად ვიცით, თუ ვინ რას წარმოადგენს:)) ლექტორები...მძიმე თემაა:)) ჟურნალისტიკაში ძლიერი ლექტორების მძაფრი დეფიციტია. არის რამდენიმე ადამიანი, ვიზეც მთელი მეექვსე კორპუსის სტუდენტობა ძალიან დიდი სიყვარულით საუბრობს. მათი დასახელებაც არ გვინდა, ჩვენ ხომ ესეც კარგად ვიცით:)). მაგრამ ეს ადამიანები რამდენიმე არიან, ლექტორების საერთო რიცხვი კი უფრო დიდია :|
წერა გინდა ისწავლო? პრაქტიკა გინდა მიიღო? მიეჭერი რედაქციებს და ეხვეწე, იქნებ როგორმე დავალება მოგცენ, რათა მიაჩვიო ხელი გაზეთის სტილს. აქედან არავინ არ გაგგზავნის პრაქტიკებზე; არავინ არ დაგტვირთავს საწერი დავალებებით; არავინ არ დაგაძალებს სწორად წარმოთქვა კონკრეტული ასო-ბგერები... თვითგანვითარება და თვითგანათლება!!! ჩნდება კითხვა-რატომ უნდა ვკარგო დრო უნივერსიტეტში სიარულზე? იმიტომ, რომ დიპლომი ავიღო? ისიც ფორმალურად, თორემ ბაკალავირიატის დასრულების მერე რამდენიმე წელი არ გაღირსებენ დიპლომს-ვბეჭდავთო...
ცალკე თემაა ინტელექტმოჭარბებული ხალხის მოსაზრებები-საერთოდაც, რა საჭიროა ჟურნალისტიკაზე სწავლა, ქართული გრამატიკის კარგი ცოდნა და უკვე ჟურნალისტი ხარ და ასე შემდეგ:)). არაა სასაცილო, სატირალია :| ერთ-ერთმა ეკონომისტმა, რომელიც გაზეთში მუშაობს, გამომიცხადა, რომ საერთოდაც უნდა გააუქმონ თქვენი ფაკულტეტი, არაა საჭიროო. ასეთ ადამიანებთან კამათს, საერტოდ, უნდა ვერიდოთ: იდიოტიზმში მათ უფრო დიდი გამოცდილება აქვთ და დაგვჩაგრავენ:)).
მისახედია ჟურნალისტიკის სფერო, ძალიან მისახედი. რეფორმები მეექვსე კორპუსიდან უნდა დაიწყოს. არავინ არ გზრდის კარგ ჟურნალსიტად და მერე პრეტენზიები უხვად აქვთ, მთელი ოთხი წელი სხვის კრიტიკას გაჩვევენ და საკუთარ ნაკლზე ყურადღების გამახვილებას არ გაძალებენ. ოჰ,ისევ ეს თვითგანათლება :|:|.
აღარაფერს დავწერ სწავლის სისტემაზე-ცხრილებზე, კრედიტებზე, საგნებზე, ჯგუფებზე...უნივერსიტეტის თითოეულმა სტუდენტმა იცის, რეალურად რა დგას ამ სიტყვების მიღმა და არა ის, რაც გონიათ სხვა, მოწესრიგებული სასწავლებლების სტუდენტებს.
ბნელა ჩვენთან, ძალიან ბნელა :(:(